შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 26


ოლია!

ეს ეს არი, ვიყავი თქვენებთან. მიშა აქ არის. კატიას ბავში ეყოლა. შევედი თქვენსას და შემომხვდა მიშა. მიშა ეკითხება ოთახში: „Катя, можно к тебе?“ მე შევედი. მე არაფერი არ ვიცოდი. მიშა მეუბნება - მიულოცეო. მეც მივულოცე. ცოტა ხანს ვიყავი, რადგან ეტლი მიცდიდა.
გადმომცეს შენი წერილი. ყველაფერს გავიგებ, ბაქტეოროლოგიაა თუ რაღაც და ხვალ მოგწერ.. ტიტეს სურათი სადაა? მანია არ იყო სახლში და, ალბად, გაებნათ.
ძალიან, ძალიან კარგი ხალხია ყველა თქვენები. „нежнее, чем польская панна и значит, нежнее всего“. კატია იწვა იმ დროს, როცა მე მივედი. დღეს დილით შენთან წერილები გამოვგზავნე... მშვიდობით
ვინ იცის, ჩამოვალ თუ არა მოსკოვში? შენ ხელს ნუ დააკლებ... იცოცხლე!

გალაკტიონი

29 დეკემბერი, 1916