შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 23


ოლია! როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ. აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს... ტანისამოსი გინდა შენ, დედოფალო! არ ვიცი, შეიძლება თუ არა იანვრიდან შანიავსკის უნივერსიტეტში ჩაწერა? ეს აუცილებლად საჭიროა სტიპენდიისთვის. მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე. განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ... მე ამისი იმედი მაქვს. Будем жить при певаючи. ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება. ცხოვრებას ჭკვიანად უნდა [გამო] მობყრობა. ცხოვრება მიდის.

[26 დეკემბერი, 1916]