შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 20


ვიყავი თქვენსას. ვიგრძენი ნამდვილი ბედნიერება. ყველაფერს მოგიყვები, როდესაც ჩამოვალ (ჩამოვალ კი?). ალბად, გაუკვირდათ თქვენებს: დილას რომ დავწევი, შუაღამემდე არ გამომღვიძებია. ვიგრძენი, რომ დედაშენს ძალიან ვუყვარვარ (ასე მოსწერე წერილი). შენი „პაპა“ შემხვდა გზაში. ვიგრძენი, რომ ძალიან კარგი კაცია! სახლში დამხვდა ნინა, რომელიც მალე წავიდა. შემდეგ მოვიდა მანია. ვიგრძენი, რომ მანია შესანიშნავი [გოგონაა]. დამახვედრა კალამი.. ყველა თქვენები მიყვარს. მაპატივე ეს სიტყვები. მე, „ქუჩის ბავში“, ღირსი არ ვარ ეს სიტყვები ვთქვა; შალიკო, ვასია, ყველა კარგებია! შენც კარგი ხარ, ჩემო ძვირფასო ლიოლი! შენისთანა არავინ არ არის!
მე ვარ მხოლოდ უბედური და დაწყევლილი, უსახლკარო, უბინაო.. მე მართლა, შენი არ იყოს, „ქუჩის ბიჭი“ ვარ!

გალაკტიონ ტაბიძე

30 ნოემ., 1916