შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 18


რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ეხლა გაზაფხულია, სითბოა.. როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს... რა ბედნიერი ვარ! რომ იცოდე...
დასწყევლოს ღმერთმა მოსკოვი! მე მალე ჩამოვალ, ალბად, მაგრამ რა ეშველება სიცივეს, რომელიც მაქ არის? აქ ეხლა გაზაფხულია... ნეტავი ჩამოხვიდოდე! როგორ გამოცოცხლდებოდი, ვერ წარმოიდგენ. შენ ახლა მანდ გძინავს - მზე გჭირია!
აქ ვგრძნობ მხოლოდ, რომ ღმერთი ვარ!
ოლია, იცოცხლე ისე, როგორც შეშვენის ქალს, რომელიც [მგოსანმა ამოირჩია].
თქვენებთან ჯერ არ ვყოფილვარ..
შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! დავლევ უკანასკნელ წვეთს, დავწერ ამ წერილის უკანასკნელ სტრიქონებს და მივქრივარ თქვენებთან ეტლით.
ოლია, იყავი, როგორც პრინცესსა!

შენი გალაკტიონი

29 ნოემ., დილა [1916]

მარგარიტას რამკებმა საქმე გამიჭივრა. სულ ცვინდებოდა და ნერვები ამიშალა. ბოლოს გადავყარე. არ უთხრა.
ხვალ წერილს გწერ კიდევ!