შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 16


Ёლკინ!

გმადლობ მოკითხვისთვის! ნუცამ გადმომცა წერილის შინაარსი და თან დასძინა: ოლიას სახლში მიუწერია წერილი, სადაც ამბობს, რომ ბათუმზე „ცეპელინები“ დაფრინავენო. ვააა! იმ „ცეპელინით“ ქე არავინ გაგიტაცოს და!! სხვა, Ёლკინ, რა გითხრა ზღვამ? ხომ კარგი ამიდებია? როგორი შლიაპა გაქვს, ცეპელინი ხომ არ გახურავს თავზე? თუ სიცხეებია, ალბად, ფართოკიდეებიანი შლიაპა დაგჭირდება... ჩემი საქმეები, Ёლკინ, ამ მაისში ვერ ეწყობა (საღამო). ფული ვისესხე ივნისამდე, როცა საღამო მექნება.. პეტრე გელეიშვილმა შემომითვალა, რომ არაფერი გზით ივნისამდე საღამო არ გამართო სამტრედიაშიო, ივნისში კი მარტო ერთ საღამოზე 150 მანეთს ჩაგაბარებო. თბილისიდან არც ერთ წერილზე პასუხი არ მოსულა. პირდაპირ უსინდისო ხალხი ყოფილა. თუ როდისმე ძალა მექნა ხელში, იმათ სეირს გაყურებინებ.. ეხლა იმათ ხელში ვარ და არაფერი გამეწყობა!..
ოლკინ!
მომიკითხე ზღვა!
და..... გ.
მომწერე „პრიკლიუჩენიები“.

1915, 11 მაისი

ქ. ქუთაისი