შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 12


ოლია.

სულიერი განწყობილება ჩემი საუცხოვოა. გმადლობ რვეულებისთვის. ეს ესაა ცეცხლი უნდა დავანთო ფეჩში და შევუდგები გადაწერას. ოთხ საათამდე სახლში ვიქნები. ოლია, თუ იმის გამო ვერ მოდიხარ, დაანებე თავი, მე დღეს ან ხვალ არაფერი მიჭირს.

მარადის შენი გალაკტიონი

[1914 წელი]