შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 11


ოლოლი! მე ძლიერ კარგ სულიერ განწყობილებაზე ვარ, მაგრამ სახლში საღამოს არ ვიქნები, რადგან ქალაქში უნდა წავიდე გვარამიას სანახავად... ხვალ საღამოს კი ლანჩხუთში მივდივართ საღამოზე. რას იზამ. მე მინდა გონორარზე მოვურიგდე. უნდა შევიტყო, ფულს მაძლევს თუ არა. ეხლა, ოლოლ, ვთარგმნი ედ. პოეს „ყორანს“. ხვალ დილით მოხვალ? უსათუოდ მოდი. გესმის, უსათუოდ...

მარადის შენი გალაკტიონი

[1914 წელი]