შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 7


ოლოლ!

როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას.. ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს.. იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს.. მაგრამ არა, რა იდეალური ამხანაგი გყოლია, ოლოლ! ეს ნატალია კაკაბაძე... მე ისიც, ისიც მიყვარს.. უთხარი მას, რომ ისიც ძალიან კარგი გოგონა ყოფილა.. მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არას დროს არ შემიცოდავს...

მარადის შენი გ. ტაბიძე

[5 სექტემბერი, 1914 წელი]