შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილი მაკრინე - გალაკტიონს - 6


თვალთ უნახავო და სანახათ სანატრელო...
........................................................................................................
წადი ჩემდა გულსმოსაკლავათ, სოფელში იყავი და არაფერი წაიღე. მე ამას გელაპარაკებოდი, ეტლი გამოიარს და რაც მინდოდა შენთვის, ყოლაფერს გაგატანდი. ეხლა ძლიერ გულ ნაკლული ვარ და ცრემლსაც ვერ ვიკავებ. კი, მართალია, გელაპარაკებოდი, მეც წამოვალთქო, მარა აწ უხერხულია და არც გაწუხებ ამაზე. მაინც ნუღარ მატკენ გულს, ნუღარ მომიმატებ ავათ ყოფობას...
წამოდი და წაიღე, რაც საჭირო არის. მანდ შეჩერდი, გინდ აქ, მეორე დღეს წადი, როგორც შენი ნება იყოს. კი თუ, რა ან როდის მოხვალ მოიწერე.

ვწერ თქვენი ერთგული და ყოველივე კეთილის მსურველი

თქვენი დედა მა...ე ტაბიძე

აქ ყველამ მეტის სიყვარულით მოგიკითხა. რომ წამოხვიდე ვასიკო და ნოდარს სათამაშოები წამოუღე, გაუხარდება და კაფეტები. ოლიასთვის საკუთრათ მინდოდა მომეწერა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. მომიკითხე სიყვარულით. არც მანახვე და არც მომიყვანე. ეხლა დრო აღარაა!

[1930-იანი წლები]