შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილი მაკრინე - გალაკტიონს - 4


ყოვლის უსაყვარლესო და უძვირფასესო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პ-დ ვისურვებ თქვენთვის ყოველივე კეთილს, რომ ყოფილიყოთ ჯანმრთელათ. სხვა, ჩვენს ანბავს თუ მოიხსენებ, უკაცრავათ თუ არ უნდა მეთქვა, მაგრამ არც უნდა გეწყინოს, მატყუებ ყოველთვის. ამდენხანს ყოველ დღე გელოდებოდი შენი წერილის მიხედვით. მეც დავრკოლდი, ჩემ თავს ვუთხარი, შეხედე, იქნებ გალაკტიონი მევიდეს და მერმეთ წავალ ან ექიმთან ან აბანოზე-თქო. აწი დაზამთრდება და მე ვრჩები გაურებლად. თუ გიხერხდება ჩამოდი ამ ახლო ხანათ და შემდეგ, როდისაც გინდა, მაშინ წახვალ, თქვენი ნება იქნება. თუ ისურვებს ოლიაც წამოიყვანე, თვარა შენ მაინც თუ არადა წერილი მაინც მოიწერე, მოდიხარ თუ არა ან როდის, ყოველივე დამწლილებით მომწერე. სხვა, გალაკტიონ, აბესალომს ვაჟი შეეძინა. ერთი თვისა ბავში ავათ მყავდა და შევშინდი. და ექიმი მოვიყვანეთ და ეხლა უკეთესათ არის. სხვა ნათესავებში ყველანი კარგათ არიან. ამბაკო ქაჯაია კი გარდაიცვალა. აქ ამ ზაფხულში ნამეტანი სიცხები იყო. თქვენ თუ არსად ყოფილხართ, მანდ რა გაგაძლებს, მანდ ნამეტანიც იქნებოდა, ყანებს ნამეტანი გაუჭირდა, ამისანა გვალას სახუმროს არ იტყვიან. გალაკტიონ, შენ სახელზე უწყება მოვიდა, გალაკტიონმა ექუსი მანეთი უნდა გადიხადოს გზის გასაკეთებლადო. ერთხელ არნაყოფა აბესალომა, კიდევ მეორეთ მოიტანეს და ძალით დატოვენ და გადვიხადოთ თუ არა მადა, როგორ მოვიქცეთ, არ ვიცით, შენ მაგიერ როგორ მოვიქცეთ. წერილი დაჩქარებით მომწერე, შენ გენაცვალე.

ვწერ შენი ნახვის მონატრ. დედა შენი მ...ე.


წერილს უსათუოთ დაჩქარებით ველოდებით. ყოველივე დამწვრილებით მომწერე, რასაცა გწერ და თქვენ მოდიხართ თუ არა ან როდის.

ძველით ეკენისთვის პირველს


სათვალე არ მაქ, ცუდათ დავალ. მომიკითხე ჩემ უნახავი რძალი ოლია. რა ვქნა, შვილო, ჩემი ბრალი არ არის, მაგი რომ უნახავი მყავს. შენი ბრალია, ან უნდა წაგეყვანე ან უნდა მოგეყვანა. ანდეხანს მარტოხელათ ვიყავი. მარტო ვერ წამოვიდოდი. ორივე ოჯახს ვერ დავტოვებდი. აწი კი უკეთესათ იქნება საქმეები, თუ შვიდობა იქმნა და...

[1929]