შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილი მაკრინე - გალაკტიონს - 3


ძვირფასო, ყოველ მინუტში, ტკბილათ საგონო, სანახავათ სანატრელო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პ-დ ვისურვებ თქვენთვის ყოველივე კეთილს, რომ ყოფილიყო ჯანმრთელათ და როგორც ხარ, კიდე მეტი სასახელოთ ურცხვენელათ გაგეტარებიოს თქვენი ახალგაზრდობა. გარდა ამისა, ჩვენს ანბავს თუმც მოიხსენებთ, ვართ გვარიანათ შენგან მოძულებით. არ მეთქმის, ამდენი ხანი გავიდა, ერთი წერილის ღირსიც აღარ შევიქენით თქვენგან. სათქმელი ურიცხვი მაქს თქვენთან, მაგრამ წერის შეძლებაც აღარა მაქს. ოლიასთან უკაცრავათ, საკუთარი წერილი უნდა გამომეგზავნა. ეს შენი ბრალიც არის რამოდენივე, თუმც ერთი არ გამაცანი, არც მანდ წამიყვანე, არც აქ მომიყვანე. მეტათ ვწუხდები და შენ ჩემ შეწუხებას არაფრად აგდებ. მეტის სიყვარულობით მოკითხვას და ნახვის ნატრას მოვახსენებ ოლიას. თქვენ გირჩევთ, რომ ჩამოხვიდეთ დაჩქარებით. ისეთი არი საქმე, თქვენც კი უნდა მიხთე. თუ ჩამოსულხარ ამ ორ-სამ დღეში, თვარა მიზეზ და ყოველივე მომწერე შენ გენაცვალე. მეინდომე და წამოდი. ნუ გარამატან თქვენ მოსულვას. სუყოლგან დადიხარ და აქ უფრო უნდა გეხარებოდეს მოსულა. ამოსულით მოგებული იქნები და არა წაგებული. წამოსვლა დაიჩქარე, იცოდე, ამ ორ-სამ დღეში აქ უნდა იქნეთ იცოდე, ოლიას თუ დრო არ ექნეს, შენ მაინც წამოდი და ჩვენც გვასიამოვნებ და არც თქვენთვის იქნება ცუდი. და თუ არ მოსულხარ, ბოლოს საჯავროთ დაგირჩება. სხვა კიდევ, ჯერ თქვენგან გაუცნობელმა თქვენმა რძალმა ტატიანამ მოგიკითხა.
მე კი, რომ ვიყავი, უფრო შეუძლოთ ვარ.

შენგან მოძულებული დედაშენი მაკ.

[1928]