შუალედი - დან - მდე
 
 


ტასო აბაშიძე


გარედ არეა წვიმის,
აქ კი ოთახი გრიმის.

მსახიობ ქალთან ცალკე
საუბრობს მისი სარკე.

სარკე: - მზადა ხარ, ტასო?
ტასო: - სიცოცხლის ფასო!

კართან როლების გროვა
სცემს: - ტასო, დროა, დროა!

1958 წლის 3 ოქტომბერი