შუალედი - დან - მდე
 
 


* * * „ჰარიქა, მიშველეთ“...


„ჰარიქა, მიშველეთ“,
მხარი დამიმშვენეთ!
ჭუჭყი მომაშორეთ,
ბაღი გამიშენეთ!

დგება ოქტომბერი,
ის, შვების მომბერი,
წითელი, ლომფერი -
ჰარიქა, მიშველეთ.

ორმოცი, ორმოცი
წელია, რაც ბომი
აღვმართეთ სალოცი,
ჰარიქა, მიშველეთ,

ორმოცი წელია...

[1957 წლის 7-17 სექტემბერი]