შუალედი - დან - მდე
 
 


* * * და დადუმდა ათასი მთა...


და დადუმდა ათასი მთა,
მომლოდინე მწუხარ ჩრდილის,
რომ ხელახლა გაისმა ხმა
მრავალ ახალგაზრდა შვილის:
ჰეი, მოგროვდით გებად შურის
ყველა ქვეყნის ყველა ტომი,
ავსულებთან ვისაც სწყურის
სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.
დაინგრევა, არ უჩვენოთ
ძველი ქვეყნის საბუდარი,
რომ მის ფერფლზე ავაშენოთ
ჩვენი მხარე საკუთარი.
დე, მოგროვდეს ყველა ერი,
მოხუცი და ახალგაზრდა,
გადაკეთდეს ყველაფერი,
სიძველეთა დიდთა გარდა.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]