შუალედი - დან - მდე
 
 


პიონერული


დიდება, მარად დღე
ჩვენს მშობლიურ მთა და ბარს!
აბა ჰე, აბა, ჰე,
პიონერო, მხარი მხარს!
დროშების მთელი ტყე,
ტყე გვევლებოდეს გარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს!
იგრძნობს ბოროტების ხე
კანკალსა და შიშის ზარს -
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს!
მშვიდობის დიდი დღე
დასძლევს გრიგალსა და ქარს,
აბა, ჰე, აბა, ჰე,
პიონერო, მხარი მხარს!
             
[1957 წლის მაისამდე]