შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ადადანა სწერს ბუნების ძალა...


ადადანა სწერს ბუნების ძალა:
„დაიბადა“ და „გარდაიცვალა“.

დაიბადა, ვთქვათ, კაცი ცხრაას რვას,
გარდაიცვალა კიდევ ცხრაას ცხრას...

სხვებმა იგლოვონ სიცოცხლის ნაკლი,
შენ უკვდავი ხარ, ჩვენო ირაკლი.

იგლოვონ თვისი კვახი თუ გოგრა,
შენც უკვდავი ხარ, პოეტო გოგლა.

და უკვდავი ხარ, შენც ჩვენო სერგი,
(Кстати, надень-ка жемчужны сергы).

(ო, ნეტა ღვინოდ იქცეს ეს თერგი).
თქვენ გაუკვდავებსთ ნუგეში თქვენი.

19 თებერვალი, 1956