შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშვენიერია ქედი...


მშვენიერია ქედი,
შორით-შორს შლილი ფრთები:
ყოველ აივნის ხედი -
კავკასიონის მთები!

შორით გაწვდილა ფრთები.
და ყოველ დილით ვტკბები:
კავკასიონის მთები,
კავკასიონის მთები!

[1956]