შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თითქო რაღაც ამბავი გაუგია...


თითქო რაღაც ამბავი გაუგია -
ფუტკარს ბინა მიწაში აუგია.
მასზე რამე ცუდის თქმა აუგია,
ფუტკრის შრომა ქვეყნად ვის არ უქია?

ის მიწაში აწყობს ახალ თაროებს,
ამიტომ ჰგავს იგი მემაღაროეს.
მეგობრებო, მიწას მსურს ვახარო ეს:
ფუტკრები ვართ, ვეძებთ ახალ წყაროებს.

1956 წლის 26 აგვისტო