შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ყველაფერი...


ყველაფერი
შეიძლება მოხდეს:
მთა მთას შეხვდეს,
მზე მთის იქით მოხვდეს,
ვარდი დაჭკნეს,
როს ბულბული მოსხლტეს, -
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს!

შეიძლება,
როს დაბნელდეს არე,
ხევებს იქით
გადაქანდეს მთვარე,
შეიცვალოს
ვარსკვლავების არე, -
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს!

შეიძლება
შხამით სავსე სასმისს
გაწვდიდეს ხმა
მეგობართა რაზმის,
თან საშინელს
გიმზადებდეს რასმეს, -
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს.

სამშობლოს წინ
ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს
გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა
რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ
შეიძლება მოხდეს!

1956 წლის 4 აპრილი