შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სადაც არ უნდა ვიქნეთ...


სადაც არ უნდა ვიქნეთ,
გინდ აქ, გინდ ცხრა მთას იქით, -
ვიდგეთ გარეთ და შიგნით
მხოლოდ მშვიდობის წიგნით!

წარსულს რა ჰქონდა ქუში?
რანი ვიყავით გუშინ?
ჩავწვდეთ სულში და გულში
მხოლოდ მშვიდობის წიგნით!

როგორ დავძლიეთ დაღლა, -
კიდევ რანი ვართ ახლა?
კვლავ ვიწევთ მაღლა, მაღლა,
მხოლოდ მშვიდობის წიგნით!

გვქონდეს სიმტკიცე რვალის,
წინ მზე გვინათებს ხვალის,
შევხვდეთ მომავლის ხალისს
მხოლოდ მშვიდობის წიგნით!

სადაც არ უნდა ვიქნეთ,
გინდ აქ, გინდ ცხრა მთას იქით,
ვიდგეთ გარეთ და შიგნით
მხოლოდ მშვიდობის წიგნით!

1956 წლის 20 მარტი