შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის...


რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის,
ხმები ისმოდა მრავალი არღნის,
არ იყო მაშინ ავტომობილი,
არცა ძახილი მაუდის ქარხნის.

შეაჩერებდა რა თვის ფაეტონს,
მეეტლე მუშტარს უცდიდა ამ დროს.
- ვინ მოხვალთ, ხონსუ, ხონსუ, ო, ხონსუ! -
კოფოზე მდგარი გასძახდა მთა-გორს.

ასე ძვირფასი ტენორის მქონეს
არვინ უსმენდა მეეტლეს ხონელს.
- ვინ მოხვალთ, ხონსუ! - იძახდა, მაგრამ
სჩანდა, ამაოდ ჰკარგავდა ღონეს.

ამ დროს მოესმა - მოვალთ, გიშველით!
მალე ჯიბემჭლე და თავშიშველი
ლხენით, სიმღერით - იმ ხონის გზაზე
მივქროდით მე და სარაჯიშვილი.

1956 წლის 10 თებერვალი
ღამის 4 საათი