შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცხედართა გროვა თვალწინ გვიწყვია...


ცხედართა გროვა თვალწინ გვიწყვია
    (ეხლა ომია),
ციფრი არ გვშველის. მათი რიცხვია
    ასტრონომია.
ზეცაზეც მნათი აჭრილა ბევრი
    ნათელის მფენი,
მათ შორის უფრო კაშკაშებს, მერი,
    ვარსკვლავი შენი.

[1956]