შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნისლი მთიდან მოდის დაბლა...


ნისლი მთიდან მოდის დაბლა,
ტყე ალერსით მოითაფლა,
აღარა სჩანს ჩვენი უძო,
ხევი ხმაურობამ ჩაფლა.

რას იგონებს, ნეტავ, ხევი,
მრავალ საუკუნეთ მტევი,
ან რას ფიქრობს ტყიანი მთა,
გაწოლილი - როგორც დევი.

ალბათ, შემოდგომას ელის
ჩაფიქრება მთა და ველის,
მწუხარება ნესტანისა
და ძახილი ტარიელის!

გადმოშვება წვიმის ზუსტის,
გამოკრთომა შუქის სუსტის,
ალბათ, შემოდგომას ელის,
ალბათ, შემოდგომას უცდის!

1955 წლის 9 სექტემბერი
წყნეთის ძველი გზა