შუალედი - დან - მდე
 
 


* * *ჩვენი იფნის ტყიდან ისმის...


ჩვენი იფნის ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის,
გადმოისმის, გადაისმის
ხმა ზვირთების მიმოხვევის.

რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის,
უძოს ხევო, ჟღერა შენი,
შინდისიდან ნიავი ქრის,
ტყის ფოთლების ამაზრზენი.

მოსვენებას შესთხოვს ვისმეს?
კი, მაგრამ ვის? ჰე, ვის? ჰე, ვის?
აივანზე ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის.

1955 წლის 4 ენკენისთვე
იფნის ბაღი