შუალედი - დან - მდე
 
 


გათენდა


მოდის ქვეყნად ერთი მზერა -
              მზერა მზერათა -
რაშო-რერა, რაშო-რერა -
             რაშო-რერადა -
განთიადმა მიიმღერა -
             ის სიშორე-რა -
ისმის მისი რაშო-რერა -
             რაშო-ორერა -
მზემ მსოფლიოს ბედისწერა -
             შეაფერადა -
რაშო-რერა, რაშო-რერა -
             რაშო-რერადა.

[1954]