შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეხლა კი დროა...


ეხლა კი დროა, სოლომან, რომა
დაფასდეს შენი ღვაწლი და შრომა,
               დარიგდეს ღვინო,
იქუხოს ქართლის სადღეგრძელომა.

ეხლა კი დროა, სოლომან, რომა
ის გავიხსენოთ რისხვა და წყრომა,
              რაც თავს დაგვატყდა,
განადგურება რომ მოგვინდომა.

ეხლა კი დროა, სოლომან, რომა
თუ არ დაგვინდო უცხოთ გვარტომმა,
              ხმალს იკრას ხელი
ქართველმა ვეფხმა, ქართველმა ლომმა.

ეხლა კი დროა, სოლომან, რომა,
მშვიდობა ნახოს საქართველომა,
             გრილი ნიავის
ქროლა შეიგრძნოს მჭკნარმა მდელომა.

[1954]