შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მინდვრად იდგა...


მინდვრად იდგა
ერთი ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი!
მაღლა ციდან
თეთრი ნისლი
თავზე ადგა,
ვით გვირგვინი.

ვიწევ ზვინზე,
იყო ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი.
მაღლა ციდან
მთვარის დისკო
ქანაობდა,
ვით გვირგვინი.

დაიშალა
იგი ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი.
მაღლა, ცაზე,
თეთრი ნისლი
დაიშალა,
ვით გვირგვინი.

[1954 წლის 28-31 დეკემბერი; 1956 წლის 23 ივნისის შემდეგ]