შუალედი - დან - მდე
 
 


ნეტავ, მალე მიაღწევდე მიზანს


შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგვეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..

[1954]