შუალედი - დან - მდე
 
 


ახალი სიმართლე


ჩვენმა ჩანგმა გამონახა
უახლესი ჰანგი ქართლის,
მასში ისმის მგზნებარება
და ახალი ხმა სიმართლის.

ეჰ, ვინ არი ჩამომთვლელი
ან მკითხველი ცოდვა-მადლის,
გამაგონე, გამაგონე,
ეს ახალი ხმა სიმართლის.

სად არიან ის გმირები,
მომფენელნი დიდი ნათლის,
ის გმირები სად არიან?
გამაგონე ხმა სიმართლის.

სად არის ის, ვინც ამაყად
მოიტანდა ამ სინათლეს?
ის გმირები სად არიან,
გამაგონე ხმა სიმართლის.

[1954 წლის 28-31 დეკემბერი]