შუალედი - დან - მდე
 
 


ცხრა ტომი


ძეგლად აღვმართე ჩემი ცხრა ტომი,
წიგნთ შორის არ ჰყავს მათ თანატოლი,
და მათ გინდ უცხო, გინდ თანატომი,
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

სახალხო მგოსანს, ლამაზ მხილებას,
მე ხალხი მთხოვდა უკვდავ ქმნილებას,
და ხალხის, ხალხის მოთხოვნილებას -
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

მის დიად მიზანს ჰქვია კომუნა,
წინ, იერიში და ჰოოპუნა,
რაკი მან ერთხელ დაიგუგუნა -
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

და ჰქუხს ეპოქა ჩვენი, რატომა?
იმიტომ, რომ მხნემ და თანატომმა
აღმართა დიდი დროშა ცხრა ტომმა,
და ვერრაგვარი ვერ სძლევს ატომი!

1954 წლის 29 დეკემბერი,საღამო
მატარებელი მოსკოვი-თბილისი
საერთაშორისო ვაგონი №9