შუალედი - დან - მდე
 
 


მრავალ ახალ წელს


ძვირფასო მეგობრებო!
მჯერა წლის ძლიერება.
დიდი მოაქვს მომავალს
კიდევ ბედნიერება.
ერთა ძმობა,
მშვიდობა,
დაცული გმირთა მიერ,
ხალხთა ბედნიერებით
იყოს მრავალჟამიერ!
ჩვენი
ბედნიერება,
სიხარულის მთოვარი,
დიაღ,
უუდიდესი
არის მონაპოვარი.
რაა
ბედნიერება? -
ის ურყევად მკვიდრია.
ამ წელს
მისი სახელი
სახალხო სიმდიდრეა,
რაა
ჩვენი სიმდიდრე?
მიწაა, ედემია,
ჯანი,
შემოქმედება,
სიბრძნე, აკადემია.
ეს
სახალხო ჩანგია,
მზეა, სიხარულია,
საამაყო
შრომაა,
სუფთა სინიდისია.
ძვირფასო
მეგობრებო,
მჯერა წლის ძლიერება,
დიდი მოაქვს
მომავალს
კიდევ ბედნიერება!

[1953 წლის 15 მაისის შემდეგ]