შუალედი - დან - მდე
 
 


წიგნის მაღაზიაში


რუსთაველის გამზირზე
მივდიოდი მე ნელა.
წიგნის მაღაზიასთან
ჭმუნვის ალი მენელა.
აი, მარქსი, ენგელსი,
სტალინი და ლენინი,
რა მწყობრად და ლამაზად
არის გამოფენილი.
პლაკატები, წიგნები,
გლობუსები, რუქები,
მტვერით და მზის სხივებით
არის განაშუქები.
რაც მოსკოვში რუსულად
ქაღალდი გამოსულა,
სულ „ნაურაზე“
ტფილისში ჩამოსულა.
აგერ ერთ ქართულ წიგნსაც
უცებ თვალი მოვკარი.
ეს ხომ ალიოსია...
იმე! ღმერთო, მომკალი.
აბა, ვით არ შევიძენ,
შეველ მაღაზიაში,
ვიყიდე, ამოვიდე
ალიო იღლიაში.
და გამოსვლა მინდოდა,
რომ მომესმა ძახილი,
გამყიდველი მეძახის:
- დაგელოცოსთ სახელი,
მადლობელი გახლავართ!
გმადლობთ, დიდი მადლობა!
გინახავთ, მკითხველებო,
ასეთი უმართლობა.
არავინ ხელს არ ჰკიდებს
მაგ წიგნს ამ ჩვენს დროშიო,
და პირველი თქვენა ხართ,
რომ გაიღეთ გროშიო.

23 ნოემბერი, 1952