შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თუ უხიფათოდ გავსცდი როგორმე...


თუ უხიფათოდ გავსცდი როგორმე
ამ ათას ცხრაას ორმოცდათორმეტს,

როგორმე ბედმა თუ გამიღიმა
და წელიწადი დავტოვე მიღმა,

თუ გავეტიე გზაზე როგორმე
ისე, ვით ითხოვს აზრი და ფორმა,

როგორმე გზაზე თუ გავეტიე
რაზეც არ იქნა ვერ დავეტიე,

ვერ მოვაგვარე რა ვერაფერი
ჩემთვის საჭირო და შესაფერი

მაშინ, უფალო, აგინთებ სანთელს
და ვიტყვი: ახლა ვქმნი კორიანტელს

რომელიც წალეკს ყოველგვარ ღამეს,
სალამი ცხრაას ორმოცდაცამეტს!

1952 წლის 17 ოქტომბერი
ტფილისის იწროები