შუალედი - დან - მდე
 
 


კირილეს ლირიული ლექსები


I. ჩოხის კალთა

შენ ჰეი, კოსტა ხარ თუ პროსტა,
             თუ დამცალდა,
გაგრძნობინებ, რაც ღირს ჩემი
            ჩოხის კალთა!

ეფემია! გამინელე
            დება ალთა...
გამილამბე რამეფერად
            ჩოხის კალთა.

ნახავს კოსტა, თუ როგორმე
            დატრიალდა -
კირილეს ხმა და კირილეს
            ჩოხის კალთა.

{1951]