შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს უნიჭო ჩიქოვანი...


ეს უნიჭო ჩიქოვანი
კვლავ ატყვილებს რუსებს,
რომ ის დიდი პოეტია -
რომ ის იცნობს მუზებს.
აცემინებს თავის წიგნებს,
ფარავს ზურგის კუზებს,
ფორმალიზმის ცხვირს უმალავს
პოლიტიკურ ტუზებს.
მაგრამ დიდხანს ვერ დაიჭერს
ბურბუშელათ ღუზებს -
უკვე დაჰკრეს თავში ბესოს,
ჩაჩავასაც სდრუზეს,
ალხაზიშვილს წერილები
კარგათ შეუტრუსეს.
გააქრობენ ფორმალისტებს -
როგორც მავნე ბუზებს.

22 აპრილი, 1950