შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სად ოქროსებრ ნაღდი...


სად ოქროსებრ ნაღდი
ბრწყინავს ძველი ფარი,
აქ დგას ჩემი ტახტი
და მას იცავს მტკვარი.

მე ვიგონებ ტაძარს,
გამომზირალს მრუდათ,
აოხრებულს, დამწვარს,
ქცეულს ნაცარ-ტუტად.

მე ვკითხულობ: სისხლის
მორევებს რა უყავ,
ათას-ხუთასი წლის
ურყეველო მუხავ?

იმ მტერს, უნდობარი,
ეძებს ჩემი თვალი,
ოჰ, რად მომეც ქნარი
და რად არა ხმალი?

[1950-იანი წლები]