შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წარმოსთქვა რა სიტყვა თვისი...


წარმოსთქვა რა სიტყვა თვისი
გრძელი და საპატიო,
ერთხელ კიდევ აღრიალდა
და გაჩუმდა რადიო.

ვიფიქრე, თუ ეხლა მაინც
მოისვენებს ტანჯული,
მაგრამ აგერ მოქალაქე
მოდის გადარანჯული.

ცა ქუდათ არ მიაჩნია
და გაჰკივის შიქასტებს,
მთელ თვის გრძნობას უსინდისო
თავდადებით შიგა სდებს.

[1950]