შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იმ ჯოჯოხეთურს ვიგონებ ვარვარს...


იმ ჯოჯოხეთურს ვიგონებ ვარვარს,
ბევრჯერ რომ იმის კარებთან ვმდგარვარ,
და დაგიხსნივარ მზიური დღისთვის...
გმადლობ, სამშობლოვ, სიყვარულისთვის.

ყრმობის დღიდანვე ბედი მხვდა ცხარე,
გზა განუხრელი და თავმოყვარე.
სხვა წააგებდა, მე ოქროს ვადნობ...
მფარველობისთვის, სამშობლოვ, გმადლობ!

აღმიგე ძეგლი, მზისა მსგავსება,
დავიწყებით რომ არ იხავსება.
საიმსოფლიო და საამსოფლო
დაფასებისთვის, გმადლობ, სამშობლო.

5 თებერვალი, 1950
კარდიოლოგიური ინსტიტუტი