შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შემოდგომაა. ბილიკზე...


შემოდგომაა. ბილიკზე
ბალახს ეცემა ფურცელი,
ეს არის გიორგობისთვის
ტემპერატურის ფურცელი.

სულ ჰქონდა ოცდაჩვიდმეტი,
რაკი მოვიდა თავიდან,
დღეს კი ეს ტემპერატურა
ოცდათექვსმეტზე დავიდა!

ო, გიცდის ხვალინდელი დღე
აჟღერებული ფერებით.
დღეს შენ და ნინა, ორივე
აქედან გაეწერებით!!!

1950 წლის 7 დეკემბერი