შუალედი - დან - მდე
 
 


ეჰ, რად არა ვარ თხუთმეტი წლისა


ეჰ, რად არა ვარ
თხუთმეტი წლისა,
შიში არ მქონდეს
ხვალინდელ დღისა.
მოვახტე მერანს,
გავქუსლო მთაში,
რომ გინახულო
შვენებავ მთისა.

გადაგიშალო
სული და გული,
შენის სიშორით
დამწვარ-დაგული,
მაგრამ არა ვარ
თხუთმეტი წლისა,
რომ შენსკენ მქონდეს
სვლა გულდაგული.

[1950]