დიადი წიგნი
მაღლა ავწიოთ, მეგობრებო,
ერთა ძმობისა,
თავისუფლების, სიყვარულის
დიადი წიგნი!
ადამიანურ ძლიერების
აღიარება
სამშობლოს წინსვლის ურყეველი
მკვიდრი ფუძეა.
შვენის ყოველ დღეს უბრწყინვალეს
ღერბის ტარება,
და ანათებს მზე უდიადეს
კონსტიტუციის!
[1950 წლის 14 სექტემბრამდე]