შუალედი - დან - მდე
 
 


მთელს მსოფლიოში რაც ატომია


გონს მყოფი განა შეეკითხება
რასმე იმის წიგნს და ისიც ეგრეთს?
დე, მსოფლიოში რაც სიმღერაა,
თვით მას მრისხანედ თავს გადმოენგრეს!

ვინც ვერ გაიგო, რომ შრომა ყველგან
შემოქმედების ღვიძლი ტომია,
თვით მას დააცხრეს საბედისწეროდ
მთელს მსოფლიოში რაც ატომია!

[1950 წლის 14 სექტემბრამდე]