განიახლე, განიახლე
განიახლე, განიახლე,
მძლეთა მძლე,
დიახ, მძლე და მშვენიერი
სიმაღლე,
ჰე, მამულო! გულისთქმად ეს
იახლე:
ყოველი დღე იყოს მხოლოდ
სიახლე!
გუშინდელმა გაიარა
გუშინა,
წინანდელმა გული ვერ
შეუშინა.
დღევანდელ დღეს ბაღი
შემოუშენა:
ყოველი დღე უნდა იყოს
სიახლე!
ამ სიახლის სიხარული
განაგებს
ახალ ველებს, ახალ დაბა-
ქალაქებს.
ცოდნა, შრომა სახლ-კარს მიმო-
ალაგებს:
ყოველი დღე უნდა იყოს
სიახლე!
ეს დიდი დღე ახლა მას
გვეუბნება -
ადამიანს დაემონა
ბუნება:
გვმართებს კიდევ ერთხმად დაგუ-
გუნება,
ყოველი დღე უნდა იყოს
სიახლე!
აწმყო გვეტყვის: განვლილს
დევგმირთა მიერ,
თქვენ გაიართ ნათელი გზით
ამიერ!
სამშობლოს კი - ერთხმად მრავალ-
ჟამიერ!
ყოველი დღის მარადისი
სიახლე!
[1950 წლის 14 სექტემბრამდე]