შუალედი - დან - მდე
 
 


სავსე ვართ ქვეყნის მზიურ დღეებით


სავსე ვართ ქვეყნის მზიურ დღეებით,
მაგრამ სხვა დღეა თორმეტი მარტი:
აქ შეერთდება წრფელ იდეებით
ქალი და კაცი, ბერი, მოზარდი.

ბრძნული ქარტიის მგზნებარე ხმაზე
ახმაურდება მრავალი ქნარი,
დიადი წიგნის ოქროსფერ ყდაზე
აღგზნებულია ყოველი პწკარი.

აქ სულ სხვა ძალა ერთვის არჩევნებს...
შეერთებულნი აღდგენილ ხიდით,
ვდღესასწაულობთ ჩვენს გამარჯვებას
იმედით დიდით, ნუგეშით დიდით.

უღიმის სახე ნაომარ მუშას,
სიხარულს გულით ატარებს გლეხი.
არმიას, ხალხთა მშვიდობის გუშაგს,
ახსოვს გუშინდელ დღის ქარტეხილი.

არსებობს ქვეყნად დღე საკმარისი,
დღეს კი სხვაგვარი დადგა ამინდი -
ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენს მხარეზე
მთელ მსოფლიოის დგას მესამედი.

არსებობს ქვეყნად დღენი მხურვალნი,
მაგრამ სხვა დღეა თორმეტი მარტი:
„ხმა მივსცეთ სტალინს!
ხმას ვაძლევთ სტალინს!“ -
ქუხს ქალი, კაცი, ბერი, მოზარდი!

[1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]