* * * მოგონებათა თოვის
მოგონებათა თოვის
მოჰქრის ნიავი შოვის,
სხვა სიშორეთა შორის
აღიმართება ბუბა.
მოშორებული ტფილისს,
ნაცნობს ავყვები ბილიკს,
მოგონებების ტკბილის
რომ გაიშალოს ქუბა.
ახმოვანება უყვარს
შოდა-ღარულას, ჯმუხას,
ასე ასწლოვან მუხას
შვენის მხარი და მაჯა.
ბილიკზე ნელა მსვლელი
მწვერვალზე შედგა ცხენი,
ქვე გამარჯობა შენი,
ქვე დაილოცოს რაჭა.
[1949 წლის სექტემბერი-დეკემბერი]