შუალედი - დან - მდე
 
 


ჟღერს აღმართი


ბარათაშვილის ჟღერს აღმართი:
ოცნებას მე ვის მოვახმარდი

თუ არა თბილისს - ულამაზესს?!
არ მიფიქრია სულ ამაზეც...

აღმართს ცრემლი სდის და ამინდი
კი ბრწყინვალეა, დინამიტი

კლდეებს აფეთქებს. ამავე დროს
როსმე უვალ გზად, აწ საერთოს,

ახალთა მერანთ ჩანს ნავარდი.
ბარათაშვილის ჟღერს აღმართი!

1949 წლის 17 აგვისტო