შუალედი - დან - მდე
 
 


დიდება უშბას


აღტაცების ხმა მოსცა ხევმა,
    ღრმამა და ქუშმა,
სვეტად თვალთ-წინა დიდებული
    გამოჩნდა უშბა.

თოვლით ამავ დროს უნათლესი
    აღმოხდა მნათი,
დიდება მნათობს! დიდება მთებს!
    ხმა მესმის მათი!

ანათებს უშბა, მშობლიურთა
    მთათა ბელადი,
ყინულთ კოშკები თამაშობენ
    ცისარტყელათი.

თვალისმომჭრელად კრიალებენ
    ფირნები თოვლის,
აზურმუხტება ელვარებს, კრთის
    კლდის თვითეულის,

რომ დაუცხრომელ ენერგიის
    ჩანჩქრებად უშვას.
დიდება ყოველთ, დიდება მზეს,
    დიდება უშბას!

[1949 წლის 30 ივნისამდე]