მრავალშვილიან დედას
მრავალშვილიან დედას
ახსოვს მრავალი ჯვარცმა,
მაგრამ მომავალს ხედავს
ხერხეულიძე, ცხრა ძმა.
ერთხელ მგოსანი ვაჟა
დღეებს აცლიდა რიდეს:
„უნდა გავნათლდეთ, მაშა?
უნდა გავმრავლდეთ კიდეც“!
დაიგრიალოს შორით
ქარტეხილებმაც თუნდა:
უნდა გავნათლდეთ სწორედ,
კიდეც გავმრავლდეთ, უნდა!
მხარე ქალაქთა რიგით
მრავლობს, აროდეს სცხრება.
აგერ ჩარგალიც. იქით -
კოლმეურნეთა კრება.
[1949 წლის 30 ივნისამდე]