შუალედი - დან - მდე
 
 


ოქროს ქნარი


მახსოვს ოდესღაც ზღვაზე,
როს ტალღა ჰქროდა ჩქარი,
მიძღვნეს - საგრძნობი ხმაზე -
ძვირფასი ოქროს ქნარი.

ტალღებთან ერთად ბევრი
იყო ზღვისფერი ქარი:
ჟღერდა ოცნება - მჭევრი,
ძვირფასი ოქროს ქნარი.

ცისარტყელად რომ სჩანდა,
არის კი მისი დარი -
ან ინდოეთში, ანდა
ვერსალში ოქროს ღვარი?

არ მინდა ოქროს პოვნა,
რაც მსოფლიოში არი -
ჟღერს სამშობლოის ხსოვნად
ძვირფასი ოქროს ქნარი.

[1949 წლის 30 ივნისამდე]