შუალედი - დან - მდე
 
 


მეომარი


მტერი გვეომებოდა,
რა გინდა, საიდანა!
გვდევდა, მუმლს მოგვახვევდა,
მაგრამ რა გაიტანა?

როგორ იგრძნოს, მითხარი,
იგი მუმლი მუხამა?
მუმლს თვითონ დაუღამდა,
მუხას ვერ დაუღამა.

დიდხანს გვეომებოდა
ქარიშხლით და მეხითა.
მოკლულს ვნახავთ კიდევ სხვას,
გულზე ვადგეთ ფეხითა!

[1949 წლის 30 ივნისამდე]